რუსები დონეცკში ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავენ - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტები პავლივკაზე და ვუჰლედარზე კოორდინირებულ თავდასხმაზე გადავიდნენ. სავარაუდოდ ისინი დონეცკის რეგიონში ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავენ, - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განცხადებაში ვკითხულობთ.

მათივე ინფორმაციით, რუსების ახალი გეგმის მიზანია, რომ უკრაინელები აიძულონ ბახმუტში გამაგრებული ძალების ნაწილის ყურადღება სხვა ლოკაციებზე გადაიტანონ. 

ბრიტანული დაზვერვა ასევე განმარტავს, რომ რუსებს რეალური შესაძლებლობა აქვთ, მცირე ლოკალურ წარმატებას მიაღწიონ დონეცკში, თუმცა, დიდი ალბათობით, მათ არ ჰყავთ საკმარისი უმოქმედოდ მყოფი სამხედრო ძალა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა გამოიწვიონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი