მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება მიიღო, რაზეც მან თანხმობა განაცხადა.
ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.
"მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა, ექთანი შემოვიდა, მერე ვკითხე რა ხდება-მეთქი, თვითონ ბატონ მიხეილს და მითხრესო, რომ გადასაყვანი ხარო და მე თანხმობა განვუცხადეო და ველოდები, როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო. მან იცის, რომ დღეს [გადაიყვანენ]. თვითონ კლინიკა კარგად მექცევაო, ყურადღებით მექცევიანო, გულისხმიერად - ეს მითხრა. როგორც თვითონ მითხრა, [მიზეზი გახდა] სხეულის მასის ინდექსი. ასე სუსტად მე არ მინახავს არასდროს, მე და ბატონი ილია [ლომია, ადვოკატი] ვიყავით და ის დაეხმარა მეორე ოთახში რომ გასულიყო", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ.