ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

გამოქვეყნდა:

ხატია დეკანოიძე ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. დეკანოიძის თქმით, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

"მე ვაპირებ მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი და რეალურად შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად არის მე ვფიქრობ პოპულისტური, მაგრამ მაინც საზიანო პარტიისთვის" ამბობს დეკანოიძე 

შეგახსენებთ, ენმ-ში პარტიული თანამდებობები ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე წევრმა დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი