რუსებმა ბახმუტი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს.

მისი ინფორმაციით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა,  დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. 

"რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები  მიზანმიმართულად  კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია...რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ", - წერს კირილენკო.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი