წვეულების სტუმრებმა იცოდნენ, რომ მათ მეგობარს გაუსწორდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტები და სკანდალური დეტალები - როგორც "მთავარმა" საქმის მასალებიდან გაარკვია, საბედისწერო წვეულებაზე ნახალოვკელებთან ერთად იმყოფებოდა, სულ მცირე, ერთი პირი, რომელიც გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული. მიმოწერებიდან ირკვევა ისიც, რომ წვეულების სტუმრებმა იცოდნენ მათი მეგობრის დაკარგვის შესახებ, იცოდნენ, რომ მას, სავარაუდოდ, გაუსწორდნენ, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს. 

ადამიანი, რომელიც არ დაუკითხავთ, არის კაკი ჩქარეული. მის შესახებ ანი გაბეჩავას მიმოწერიდან ირკვევა. გაბეჩავა წერს ლაშა შერმადინს, რომელიც ესწრებოდა დაბადების დღის წვეულებას და იქ მომხდარი პირველი კონფლიქტის შედეგად ნაცემია. გაბეჩავა შერმადინს შეკითხვას უსვამს ჩქარეულისა და მასთან ერთად მყოფი პირების შესახებ. საქმის მასალებში კი არც კაკი ჩქარეულისა და არც მისი თანმხლები პირების ჩვენებები არ იძებნება. 

ლაშა შერმადინისა და ანი გაბეჩავას მიმოწერიდან ირკვევა, რომ გაბეჩავამ იცოდა შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ და ეძებდა მას. გაბეჩავა შერმადინს ეკითხება, ისიც ხომ არ იყო მანქანაში, რომლის მგზავრებმაც "ბავშვები" რკინის ჯოხებით სცემეს. ასევე კითხულობს ჩქარეულის შესახებ, თუმცა შერმადინის თქმით, მან ისიც არ იცის, გზა ვინ ასწავლა ჩქარეულს. შერმადინი ამბობს, რომ თავად მას კრამიტი გადაამტვრიეს თავზე. 

ანი გაბეჩავასა და მის მეგობარ გოგოსთან სალომე ჭკადუასთან მიმოწერაში გაბეჩავა აზუსტებს, ვისთან ერთად მოვიდა ჩქარეული ნარეკვავის წვეულებაზე. ჭკადუა შიშობს, რომ ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში მდინარეში ხომ არ გადავარდა. ასევე მეგობრები საუბარში ნიკა ხეჩოშვილს, ვახო ჩიქოვანს და იმ გოგოს ახსენებენ, ვის გამოც, სავარაუდოდ, ჩხუბი მოხდა. 

ანი გაბეჩავას ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან მიმოწერისას ირკვევა, რომ ბრეგვაძეს მიტოვებული შენობიდან დაინახა, რომ დაინახა გური ამირხანაშვილი, რომელიც გარბოდა, შაქარაშვილის შესახებ კი არაფერი იცის. ბრეგვაძე ასევე აღწერს, რომ არაგვის ხიდთან ორი ავტომობილი მოვიდა. 

ანი გაბეჩავა ბევრ ადამიანთან მიმოწერით ცდილობდა გაერკვია, სად წავიდა გიორგი შაქარაშვილი და რა შეემთხვა მას. 

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი