უკრაინა მოკავშირეებისგან პირველ ეტაპზე 140-მდე ტანკს მიიღებს - კულება

გამოქვეყნდა:

 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან პირველ ეტაპზე 120-140 ტანკს მიიღებს.

"შემიძლია, აღვნიშნო, რომ პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 120-დან 140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს - ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება Leclerc-იც", - თქვა კულებამ.

მისი თქმით, "სატანკო კოალიცია" ახლა 12 ქვეყანას აერთიანებს, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ზოგიერთ ქვეყანას გადაწყვეტილება ჯერ ფორმალურად აქვს  მისაღები.

გარდა ამისა,  კულებას თქმით, უკრაინა სატანკო კოალიციის გაფართოებაზე მუშაობას ისევ განაგრძობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი