ირანში, ორ ბლოგერს, ქუჩაში ცეკვის გამო, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

თეირანის სასამართლომ ორ ბლოგერს ქუჩაში ცეკვის გამო 10-წლიანი პატიმრობა "დედამიწაზე კორუფციისა და პროსტიტუციის წაქეზებისთვის" მიუსაჯა.

მედიის ცნობით, სასამართლომ ბლოგერებს საიდუმლო შეხვედრების გამართვასა და შეთქმულებაში დასდო ბრალი.

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, მსჯავრდადებულებს ამირ აჰმადის და მის პარტნიორ ასტიაგე 
ჰაგიგის სასამართლო დებატების დროს ადვოკატის ყოლის უფლება არ მიეცათ და გირაოს შესახებ მათი განაცხადი არ დაკმაყოფილდა. 

გარდა ამისა გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ჰაგიგი და 22 წლის აჰმადი ირანში მუდმივი საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ცეკვავდნენ. 

შეგახსენებთ, რომ  ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი