მოტყუებით გაიყვანეს, ეს მოდის სამსახურის მხრიდან - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა

გამოქვეყნდა:

23 წლის პროგრამისტის მამის ვარაუდით, გოგო მოკლული და ნაწამებია. იგი ასევე არ გამორიცხავს თავისი შვილის მოტაცების ვერსიას.

ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ ეძებენ, გაძღებიან, სვამენ და ვიყავითო მეუბნებიან. ერთ ადგილას ვიყავითო გვითხრეს, მივედი იმ ადგილას, სოფელში და აქ პოლიცია არ ყოფილა დღესო. არ ვიცით, ბავშვს აქვს თუ არა დაზიანებები. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ -სამჯერ ტიროდა კიდეც - ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა მედიასთან საუბრისას.

გარდაცვლილის ოჯახი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით უკმაყოფილოა. ბაჩალიაშვილის მამა ასევე ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოები ეფექტურად არ მიმდინარეობდა, რის გამოც პროგრამისტის 5 დღიანი გაუჩინარება ტრაგიკულად დასრულდა.

აი, ჩვენი მთავრობა, აი, ჩვენი პოლიცია... ვეხვეწები 5 დღეა ხალხო... ბავშვი დავკარგე და ნახეთ... - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში,22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი