23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს - უახლესი დეტალები

გამოქვეყნდა:

ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ტყეში, მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ.

ოჯახმა გოგოს გარდაცვალების შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. ახლობლების თქმით, ოჯახს ოფიციალური უწყებიდან ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

ბაჩალიაშვილის ახლობლები დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში წავლას აპირებდნენ, რათა სამძებრო სამუშაოებში თავად მიეღოთ მონაწილეობა. 

ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბაჩალიაშვილის აქამდე აღმოჩენა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი