ბელარუსის პრეზიტენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ზიმბაბვეს ეწვია და ქვეყნის ხელმძღვანელს ემერსონ მნანგაგვესთან სიმბოლური საჩუქრები გაცვალა, - ინფორმაციას ბელარუსული მედია BelTA ავრცელებს.
ბელარუსის ლიდერი სამხრეთ აფრიკის ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად ჩავიდა ზიმბაბვეში.
მედიის ცნობით, ლუკაშენკომ თავის პარტნიორს ბელარუსში გამოშვებული 92-იანი ტრაქტორი და მისი პირადი შვილობილი ნაკვეთის გასაღები გადასცა, ამის საპასუხოდ კი მას ლომის ფიტული აჩუქეს.
შეხვედრისას ლუკაშენოლს დაწესებული სანქციების გამო დასავლეთის კრიტიკა არ დავიწყებია და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ისინი.
მისი თქმით, რომ არა სანქციები ზიმბააბვეს "ამ უზარმაზარ ველზე ბელარუსული ტრაქტორები კი არა, ამერიკული და გერმანული ტრაქტორები იდგნენ".