გაზრდილი კრიმინალი ქვეყანაში - პოლიტიკოსთა შეფასებები

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსები ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებას აფასებენ. ოპოზიციის აზრით, სახეზეა ტოტალური და სისტემური კრიზისი, ვინაიდან კრიმინალურ სამყაროსთან სიმბიოზში მყოფი ხელისუფლება ვერ ახერხებს ვითარების კონტროლს. მმართველი გუნდი კი უჩვეულოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ კრიმინოგენური ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმდება და ყველაფერს პოლიტიკური სპეკულაციებით ხსნის.  

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა ჩამოშლილია და დანაშაულის პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროს მფარველობს.

საქართველოში სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელია გამოძიებაზე, ასრულებენ ერთადერთ ფუნქციას: ეს არის პოლიტიკური პოლიცია, - განმარტავს დეკანოიძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ იზიარებს დეკანოიძის პოზიციას და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან პრეტენზიებს ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, კილაძე აღნიშნავს, რომ სისტემაში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლადაც მუშაობენ.

"ევროპული საქართველო -რეგიონების" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით კი "ქართული ოცნება" კრიმინალურ სამყაროს პოლიტიკური იზნებისთვის იყენებს.

ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს "ქართული ოცნება", კრიმინალური სამყარო და მართლმსაჯულების სისტემა, რომ პრაქტიკულად, რომც მოინდომოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ნებისმიერ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება, ეს უკვე ფუნდამენტურად შეუძლებელია, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი