
ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სადაც უფლებადამცველის თქმით, დაკავებულის მიმართ ძალადობა მოხდა, "მთავარი არხის" კითხვებს არ პასუხობენ. მთავარ არხის გადამღებ ჯგუფს პოლიციის შენობა ძალით დაატოვებინეს.
"არ ვიცით, მიბრძანდით ძალიან გთხოვთ. არ შეიძლება გადაღება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. გაბრძანდით გარეთ. არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია " ,- ამბობენ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი, ზაზა პაპიძის ცნობით, ბათუმში პოლიციელებმა მე-7 განყოფილებაში მის დაცვის ქვეშ მყოფს ჭიქა ორჯერ ჩაარტყეს, ტვინის შერყევა მიაღებინეს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ხელბორკილები არ მოხსნეს. ადვოკატის თქმით, მას პოლიციელების მხრიდან ძალადობის დამადასტურებელი ფოტომასალა აქვს და ბრიფინგზე გაასაჯაროებს.
არსებული ინფორმაციით, საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს. უწყებამ გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ვრცლად იხილეთ: