თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახური რეგისტრაციის მისამართზე არ იძებნება

გამოქვეყნდა:

კომპანია "ზეგ"-ის გარდა თამარ ბაჩალიაშვილი მეორე სამსახურშიც მუშაობდა, თუმცა ამ კომპანიის სახელწოდება ან საქმიანობის დეტალების შესახებ, ცოტა რამაა ცნობილი. 

"მთავარისთვის" ცნობილი გახდა მხოლოდ  კომპანიის მისამართი - ჭავჭავაძის #15, თუმცა, ოფისი ამჟამად დაკეტილია. ფართი ამ მისამართზე ხშირად ქირავდებოდა და მას სხვადასხვა კომპანიები ქირაობდნენ სამუშაო სივრცისთვის.

მეზობლების თქმით, ამ მისამართზე ხშირად უნახავთ ახალგაზრდები კომპიუტერებით. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, აქ ყოფილიყო  ტროლებისა და ბოტების ქარხანა. 

ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი სამსახური, კომპანია "ზეგ" კი, განცხადებას ავრცელებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

შეგახსენებთ,  18 ივლისს  გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით,  21 ივლისს, ოჯახის  ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას ოჯახი მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი