საფრანგეთში 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში ნანტთან გაუჩინარდა. მას შემდეგ კი გამოძიება და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკარგული კაცის ცხედარი  ლუარა-ატლანტიკის მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს. 

"მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით" ,- წერს ფრანგული მედია. 

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა 19-დან 22 წლამდე ასაკის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. სამი ფრანგი ეროვნებისაა, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციაში დანაშაული აღიარეს.  დაკავებულთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

მკვლელობის შესახებ lefigaro იტყობინება, რომ ნანტის რეგიონში, 2022 წლის გაზაფხულზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ სამ კაცს ბრალი წაუყენეს "ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის" lefigaro  ასევე წერს, რომ მათ „აღიარეს მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე ყოფნა, მაგრამ თითოეული მათგანი ამბობს, რომ დანაშაულს მხოლოდ უყურებდა“. 

ერთ-ერთმა მათგანმა პოლიცია მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, სადაც 25 იანვარს მსხვერპლის ცხედარი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მოკლული ელბრუსი გარაჯაევი 30 წლამდე ასაკის იყო. ის საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა და ქვეყანაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი