კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იქნება მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია. მისი განცხადებით, "კრიმინალებს", რომლებიც მთავრობის სხდომაზე სხედან "ხელები მოემტვრევათ დოკუმენტების გაყალბების გამო".

"მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესები დასრულდეს სწრაფად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, სანამ მიშა სააკაშვილი არის მძევლობაში და ტყვეობაში, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება. კიდევ ვამბობ, ის კრიმინალები, რომლებიც მთავრობის სხდომაზე, ღარიბაშვილ მთავარ კრიმინალთან ერთად სხედან, ხელები მოემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო", - თქვა ხაბეიშვილმა. 

 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ, კლინიკა "ვივა მედში" მისვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიმაღლე საბუთებში შეამცირეს, რომ პარამეტრები კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი