თუ ვინმეს გაურკვევლობა აქვს და უნდა, რომ ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა - ხაბეიშვილის პასუხი დეკანოიძეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნები მორჩა და ახლა აზრის კონსოლიდაცია ოლიგარქ ივანიშვილისა და გაჭირვების დამარცხებისთვის ერთობლივი ბრძოლაა საჭირო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ხაბეიშვილმა ხატია დეკანოიძის გუშინდელ კრიტიკას უპასუხა და განმარტა, რომ მან ძალიან ნათლად დააფიქსირა საკუთარი აზრი და თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს მისი საქმეა:

"გუშინ ძალიან მკაფიოდ და ნათლად გავაკეთე განცხადება და თუკი ვინმეს რამე არ მოეწონა და რამე ვინმესთვის გაუგებარია, ჰკითხეთ მას. ჩვენ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს - არჩევნები მორჩა, ენმ-ის მხარდამჭერებმა თავისი არჩევანი გააკეთეს. ჩვენ და ჩვენ ხალხს ჰყავს მთავარი მტერი - ბიძინა ივანიშვილი და გაჭირვება. აი ამაზე ვკონცენტრირდეთ...თუ ვინმეს რამე გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტივირებული, რომ ვინმეს ეკინკლაოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა, ეს არ არის ჩემი საქმე",- ამბობს ხაბეიშვილი. 

პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც და საკრებულოებშიც - ეს განცხადება გუშინ ლევან ხაბეიშვილმა "ვივა მედთან" გააკეთა, რასაც ხატია დეკანოიძის მხრიდან ენმ-ს საპარლამენტო ფრაქციის დატოვება და მწვავე განცხადება მოჰყვა. დეკანოიძემ განმარტა, რომ  ასეთი განცხადებები გუნდთან შეთანხმების გარეშე არ უნდა კეთდებოდეს.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი