
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია, გაარკვიონ, რატომ აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილი აქ და იმოქმედა თუ არა საგამოძიებო უწყებამ სათანადოდ, თუმცა, ადვოკატს ამაში ეჭვი ეპარება.
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა აღმოაჩინა.
ადვოკატი ამბობს, რომ ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვნეს და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რამიშვილი, შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, სახელმწიფო ექსპერტიზას არ ენდობა, ამიტომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერევა. საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენელი ჩაატარებს.
შეგახსენებთ, 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს ის თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, 21 ივლისს, ოჯახის ახლობლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას ოჯახი მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.