უკრაინის ხელისუფლებამ ყოფილი შს მინისტრის სახლი გაჩხრიკა 

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თქვა, რომ ოთხშაბათს მისი სახლი  უშიშროების თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკა კი Airbus-ის შვეულმფრენების შეძენის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

„მათ განიხილეს Airbus-ის ექვსი წლის წინანდელი კონტრაქტები“, - ამბობს ავაკოვი.

Airbus-ის ვერტმფრენი 18 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ინფორმაცია, რომ ავაკოვის სახლი გაჩხრეკეს, უკრაინის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა მოგვიანებით დაადასტურა. 

ცნობისთვის, 59 წლის ავაკოვი გადადგა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან 2021 წლის ივლისში. გადადგომამდე ის იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თანამდებობის პირი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი