მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხვალ ევროპარლამენტში დებატები გაიმართება

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტი მომდევნო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დებატებს გამართავს. ამის შესახებ ევროდეპუტატებმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, კენჭისყრაზე დააფიქსირეს. კოლეგებს ინიციატივით ანა ფოტიგამ მიმართა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.  დებატები ხვალ გაიმართება. 

ყველამ ვნახეთ, როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, როდესაც ის დისტანციურად ჩაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებების მისაცემად. ჩვენ ყველამ ვნახეთ მისი ჯანმრთელობის ძალიან მყიფე მდგომარეობა. ჩვენ მრავალი დოკუმენტი მივიღეთ, რომელშიც მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი გათავისუფლებულ იქნას ჰუმანიტარული მიზეზებით, რათა საზღვარგარეთ გაიაროს სათანადო მკურნალობა. მისი ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა დადასტურებულია მსოფლიოში ცნობილი ნევროპათოლოგების მიერ. გარდა ამისა, გამჟღავნდა მედიკამენტების არასწორი ადმინისტრირების ფაქტები. ამიტომ, მე მოწიწებით გთხოვთ, რომ მიიღოთ ჩვენი თხოვნა და გამართოთ ეს დებატი. ვაყენებთ ამ საკითხს კენჭისყრაზე" - განაცხადა ანა ფოტიგამ ბრიუსელში, ევროდეპუტატებისთვის მიმართვისას. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი