არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი - ზურაბიშვილი Bloomberg-თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იქნება ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი შეეხო ევროპული საბჭოს ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველო კი - არა. 

Bloomberg სტატიაში ასევე წერს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკაზე.

სტატიაში წერია, რომ ზურაბიშვილს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ბერკეტი აქვს, თავის გეგმებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დადგა დრო ევროპამ "სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს". მისივე სიტყვებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ, შესაძლოა, რუსეთი გაათამამოს.

"თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არის რაღაცები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ უნდა წავიდეთ წინ", - თქვა ზურაბიშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი