მილიონები პუტინის ფავორიტი კომპანიისთვის | მერია მეტროს ვაგონებს რუსული Метровагонмаш-გან შეისყიდის

გამოქვეყნდა:

მილიონები პუტინის ფავორიტი კომპანიისთვის. თბილისის მერია მეტროს ვაგონების შესაძენად ხელშეკრულებას რუსულ საწამოსთან აფორმებს.

მოლაპარაკებები "მეტროვაგონმაშთან" ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, რომლის დაფინანსებითაც უნდა განხორციელებულიყო პროექტი, ხელშეკრულება გააუქმა.

ახალი მოლაპარაკებების შედეგად ხელშეკრულება "მეტროვაგონმაშთან" კიდევ ერთხელ გაფორმდა, როგორც მერიაში განმარტავენ, სულ სხვა პირობებით.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი