"მიხეილ სააკაშვილს კლავენ, ზელენსკის მსგავსად, ჩაერთეთ მისი გადარჩენის პროცესში" | გოლოვანოვის მიმართვა მსოფლიო ლიდერებს

გამოქვეყნდა:

უკრაინელი ჟურნალისტი, ვასიმ გოლოვანოვი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და მსოფლიოს ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია, ამრიკის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. 

"მიხეილ სააკაშვილის კადრები ვნახე. ძალიან რთულია ამ ყველაფერის ყურება. ბოლოს შეხვედრის დროს ენერგიით სავსე იყო. საქართველოსთვის და უკრაინისთვის შემართებით იბრძოდა. მინდა მსოფლიოს ლიდერებს მივმართო. ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს კი არ მკურნალობენ, არამედ კლავენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად, ჩაერთეთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის პროცესში.

აუცილებელია, ამერიკის პრეზიდენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. დაუდექით ადამიანს გვერდით. ქართველები და უკრაინელები მეგობრები არიან. რუსეთის დამარცხებაში მხარს გვიჭერენ. ქართველი ერისა და საქართველოს მთავრობა არა! მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. ის  უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, ან კიევში ან სხვა ქვეყანაში სადაც ეს შესაძლებელია", - თქვა ვასილ გოლოვანოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი