"ივანიშვილი და პუტინი ერთად უყურებენ, როგორ ნადგურდება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძლიერი რეფორმატორი" | რადას დეპუტატი

გამოქვეყნდა:

"არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი უკრაინაში განცდილი მარცხის გადაფარვას საქართველოთი შეეცდება", - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ელიზავეტა ბაგუდსკაიამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინისთვის მიხეილ სააკაშვილი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდა და დღეს "ივანიშვილი და პუტინი ეთად უყურებენ თუ როგორ ნადგურდება პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე ძლიერი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი".

"მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის არამხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, არამედ  დემოკრატიის, თავისუფლებისა და რეფორმების სიმბოლოა. ძალიან გვსურდა უკრაინაც ისეთივე წარმატებული ქვეყანა გამხდარიყო, როგორც საქართველო იყო მიხეილ სააკაშვილის დროს. პუტინისთვის მიხეილ სააკაშვილი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენდა. პუტინისთვის მომაკვდინებელი საფრთხე დემოკრატია და საზოგადოების თავისუფლებაა. რუსეთს არ სურდა საქართველოზე კონტროლის დაკარგვა.

არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი უკრაინაში განცდილი მარცხის გადაფარვას საქართველოთი შეეცდება. ზუსტად ისე, როგორც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში მოიქცა. დღეს საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და პუტინი ეთად უყურებენ თუ როგორ ნადგურდება პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე ძლიერი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი. ჩემთვის გაუგებარია ქართველი ხალხი რატომ დუმს. მსგავსი რამე უკრაინაში რომ მომხდარიყო, დამიჯერეთ, უკრაინელი ერი მთავრობას არ აპატიებდა", - ელიზავეტა ბაგუტსკაია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი