
NDI-ს კვლევით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტით გაიზარდა. კითხვაზე - როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის მუშაობას? პასუხები ასე გადანაწილდა:

ამავე კვლევებით, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8-10 პროცენტით შემცირდა. კითხვაზე - როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას პასუხები ასე გადანაწილდა:
პრეზიდენტი
პრემიერმინისტრი:
პარლამენტი

კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში;
პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება შედარებით დაბალია ოპოზიციის მხარდამჭერებში;
ხოლო, პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.