ზელენსკის ჩართულობა, სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი შანსია - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ჩემი აზრით, ზელენსკის ჩართულობა ამ პროცესში და ინიციატივის აღება, არის შანსი სააკაშვილის გადარჩენის - ასე აფასებს "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს.

"იმის გამო, რომ ზელენსკის ამ წუთში აქვს წარმოუდგენლად მაღალი მორალური ავტორიტეტი მთელ სამყაროში, მან შეიძლება ბიძგი მისცეს ზეწოლას გარედან ივანიშვილზე და ეგ არის ამ წუთში ერთადერთი შანსი იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ამ წუთში სხვა რესურსს ვერ ვხედავ" ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ სტანდარტი ყველასთვის ერთია, ხოლო იმ სტანდარტით, რითაც მიხეილ სააკაშვილის ექცევიან, ჯაფარიძის თქმით, "უამრავი ადამიანი ციხეშია ჩასაყრელი".

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მიზანი მისი მოკვლაა - ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, ავსტრიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მედიას მიხეილ სააკაშვილის ფოტოები აჩვენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი