61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია გამოხატავს ხალხის ინტერესებს, უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩვენვს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

კითხვაზე: თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენ ინტერესებს გამოხატავს პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • 61% - არა;
  • 31% - დიახ;
  • 6% - არ ვიცი;
  • 3% - უარი პასუხზე.

NDI-ის კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს: 

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები კი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი