FBI -მ ბაიდენის სახლი გაჩხრიკა

გამოქვეყნდა:

ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ [FBI] ჯო ბაიდენის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად საიდუმლო დოკუმენტები ვერ აღმოაჩინა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. 

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი