
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზრო რეჟიმის დაწესებას.
NDI-ის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ კითხვას დადებითად 69%-მა უპასუხა, 21% თქვა, რომ სავიზრო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, ხოლო 10%-მა თქვა, რომ არ იცის.

კვლევის მიხედვით, სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში.
NDI-ის კვლევაში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ:

რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობა რუსი ხალხის მიმართ დადებითადაა განწყობილი - კითხვას დადებითად 56%-მა უპასუხა, 38% თქვა, რომ უარყოფითად, 6% თქვა, რომ არ იცის, ხოლო 1% უარი პასუხზე.
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.