"ზოგადად, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია, არის კონკრეტული პატიმარი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როცა არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. [...]
ამის მიზანი არის ის, რომ თავისი პიარკამპანიით, თავისი უცხოელების ჩართულობით, მთავარი ამოცანა არის, რომ როგორმე მოხდეს მისი დახსნა ციხიდან, რაც შეუძლებელია. ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, აქვს კონკრეტულ საქმეებზე მისჯილი, არის ასევე სხვა საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება ასე რომ, მე უბრალოდ მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ პატიმარს მაინც ნუ ატყუებენ და პირიქით, დაეხმარონ, ხელი შეუწყონ რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან და მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალურად იკვებონ".
თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ.