
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცავაზე, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პასუხისმგებელი სწორედ ისაა. ჰანმა განცხადება მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც დებატები სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიმდინაროებს:
ევროკავშირი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გასული წლის სექტემბერში, ის მსჯავრდებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. 2022 წლის მაისიდან ის იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მისი ოჯახის თხოვნით იქნა გადაყვანილი, და მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენი შეშფოთების საგანია და ჩვენ არაერთხელ წამოგვიწევია ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველაზე ბოლოს, 28 დეკემბერს, ევროკავშირის დელეგაცია, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლობებთან ერთად, შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრს და გამოთქვეს შეშფოთება ბატონ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოში ვეროკავშირის ელჩის შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ყველა ამ შეხვედრისას ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ბატონ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, დაცული უნდა იყოს მისი უფლება, რომ ისარგებლოს დამოუკიდებელი სასამართლოთი და ასევე უნდა იყოს დაცული მისი პირადი მონაცემები. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ იმოქმედოს შესაბამისად, თუ ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვფიქრობ, ყველას ინტერესებშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ექსპერტიზის ჩატარება მიუკერძოებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ." ამბობს ჰანი.
მოგვიანებით მან ევროდეპუტატებს კიდევ ერთხელ მიმართა ევროკომისიის სახელით და თქვა, რომ გააგრძელებენ მიხეილ სააკაშვილის საქმის მეთვალყურეობას:
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მეთვალყურეობას სააკაშვილის საქმეზე და მდგომარეობაზე და მოვიმოქმედებთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ ეს საქმე გადაწყდეს. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ძალას და ოპოზიციურ ძალებს, რომ განახორციელონ ხელშეკრულებაში მოცემული 12 პუნქტი", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.