"ნუ გვაშანტაჟებენ...სააკაშვილი ცხოვრობს სასტუმროს ნომერში"- ქადაგიშვილი ევროპარლამენტარებს და ზელენსკის

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილმა გუდას პირი მოხსნა" - ასე ახსნა "ოცნების" წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე არსებული მაღალი ინტერესი და ევროპარლამენტში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართული დებატები. 

"სააკაშვილმა ცოტა არ იყოს გუდას პირი მოხსნა, როცა შპიგელთან ინტერვიუში თქვა - ჩემი ჩამოყვანა არ იყო ჩემი პატრიოტული გადაწყვეტილება მარტო და რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა იმოქმედეს ჩემს გადაწყვეტილებაზე და ამ მდგომარეობამდე მიყვანაზეო. სწორედ ამ განცხადებამ განაპირობა ის აქტიურობა, რომელიც ხელახლა დაიწყო რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად იმიტომ, რომ კიდევ სხვა განცხადებები გააკეთოს, რაც ძალიან ბევრს შეიძლება არ სიამოვნებდეს",- თქვა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარების მიზანია, "წაიყვანონ სააკაშვილი და ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ".

" ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვას, უნდა მოხსნას საკითხი, რომ თურმე საქართველოს სახელმწიფო წამლავს ადამიანს და აწამებს, დაუბრუნდნენ რეალობას, რეალობა აღწერონ და ამის აღწერის შემდეგ თქვან, რომ "მოდი იქნებ სააკაშვილი გავიყვანოთ აქედან", მაგრამ ნახეთ როგორ უნდათ - რომ წაიყვანონ სააკაშვილი და ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ, რომ სააკაშვილი თურმე იმიტომ კი არ მიდის აქედან, რომ შეეშინდა და ვაპატიოთ, არამედ თურმე სახელმწიფო წამლავს და კლავს, ეს ტყუილი უნდათ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ",- ამბობს ქადაგიშვილი.

განცხადებებზე, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე შეიძლება იყოს დამოკიდებული კანდიდატის სტატუსი მიღება, ქადაგიშვილმა თქვა: "ნუ გვაშანტაჟებენ!".

ქადაგიშვილი სააკაშვილის წამებაზე უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი "სასტუმროს ნომერში" ცხოვრობს.

"არაობიექტური ბრალდებები გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა, ყველამ კარგად იცის, არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, სააკაშვილი ცხოვრობს სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში და 24-საათიან რეჟიმში შეუძლია იმ ევროპარლამენტარს და ყველა დაინტერესებულ პირს, ნახოს მისი ცხოვრება," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი