გარედან მიღებული იქნება ყველანაირი ზომა, აქ რისი იმედი აქვთ არ ვიცი, სათითაოდ მისწვდებიან ყველას - ალასანია

გამოქვეყნდა:

"ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ. მედიასთან კომენტარისას მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, ქვეყნის გარედან ყველა ზომა იქნება მიღებული მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ საქართველოში რაიმეს შეცვლის იმედი არ აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე და ზელენსკიმ, რომელიც დღეს არის მსოფლიო ლიდერი, აღიარებული ლიდერია დღეს მსოფლიოში, მიმართა მთელ მსოფლიოს, რომ გადაურჩინონ, გადაარჩინონ მისი მოქალაქე.  ეს რეზოლუციები კი ბატონო, მიღებული იქნება ყველანაირი ზომა გარედან და რა ვიცი აქ რა ილუზია აქვთ და რისი იმედი აქვთ, სათითაოდ მისწვდებიან ყველას, ვინც ამ პროცესებში არის ჩართული. მდგომარეობა არის რა თქმა უნდა მძიმე, კალიუმი ძალიან დაბალი, ლეიკოპენია აქვს, მოკლედ ყველაფერი არის, ფაქტობრივად, შიგნით ადამიანს ორგანო აღარ დარჩა ჯანმრთელი", - თქვა ალასანიამ. 

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მისი ფოტოები გუშინ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს აჩვენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი