ჩასაფრებულები არიან რომ გრამები მოიკლოს, ჯიშკარიანი ყველა ზღვარს გადასცდა - ჩხაიძის ბრალდებები "ემპათიას"

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "ემპათიას" ექიმებს ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მათი რეკომენდაციით იკვებება იმ მცირე კალორაჟით, რაც მისი სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. 

მისივე განცხადებით, ხელს უშლიან პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

"მივმართავ "ემპათიას" და მის ხელმძღვანელს პირადად, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი, მთავარი ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ, ნუ გვიშლიან ამაში ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ, ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. კალორაჟი, ყველაფერი ეს შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა გასაუარესებლად", - თქვა ჩხაიძემ. 

მისი თქმით, "ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს". ჩხაიძე ამბობს, რომ მარიამ ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცდა და კლინიკის ექიმებს უვიცებად მოიხსენიებს.

ბრალდებებს უკვე უპასუხა მარიამ ჯიშკარიანმა, ის ამბობს, რომ ბრალდებები ტყუილია და რომ ცენტრის არცერთი ექიმი არანაირ მკურნალობაში არ ჩარეულა არასდროს და "ემპათიას" ექსპერტები 4 ნოემბრის შემდეგ "ვივა მედში" არ შესულან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი