"პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება" - ენმ-ს თავმჯდომარე EU-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს შეხვდა.  შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა იყო. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმე პირდაპირაა მიბმული ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან, რაც ამ შეხვედრამაც დაადასტურა. 

"ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მის გადარჩენაზე. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მიბმულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება და ამ პერსპექტივამ შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად დამთავრდა.

ცხადია ვისაუბრეთ  ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე და პრობლემებზე, რომელსაც ამ პუნქტების შესრულებისას ვაწყდებით. “ქართული ოცნება” ცდილობს, ეს ყველაფერი არ შეასრულოს" განაცხადა შეხვედრის შემდეგ ხაბეიშვილმა. 

ენმ-ს წარმომადგენლების შეხვედრა პაველ ჰერჩინსკისთან პარტიის ცენტრალურ ოფისში, დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.  

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი