კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სკოლა და საცხოვრებელი კორპუსები

გამოქვეყნდა:

კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკო Facebook-ზე წერს. 

"დღეს შუადღისას რუსებმა ისევ დაარტყეს ქალაქის ცენტრს - ამჯერად ორი რაკეტით. დაზიანდა 13 ორსართულიანი კორპუსი, 3 ოთხსართულიანი კორპუსი, საბავშვო პოლიკლინიკა და სკოლა, ავტოფარეხები და მანქანები",- წერს კირილენკო.

მისი თქმით, მორიგი რუსული დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ და ეხმარებიან ადამიანებს, მინიმუმამდე დაიყვანონ ოკუპანტების მიერ მიყენებული ზიანი.

იხილეთ ასევე:

რუსებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები - კირილენკო 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი