
Bellingcat-ის დირექტორი, ხრისტო გროზევი რუსეთის სპეცსამსახურებიდან მუქარის გამო, ავსტრიას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვენის ყოველდღიური გაზეთ Falter ავრცელებს.
ჟურნალისტი იძულებული გახდა გაეუქმებინა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ ვენაში დაგეგმილი ფრენა, რადგან ის დაზვერვის სანდრო წყაროებმა გააფრთხილეს, სავარაუდო მოსალოდნელი საფრთხის გამო.
"მე ეჭვი მაქვს, რომ ქალაქში უფრო მეტი რუსი აგენტია, ვიდრე პოლიციელი", - განუცხადა გროზევმა გამოცემას
გამომძიებელი ჟურნალისტი თითქმის 20 წელი ცხოვრობდა ვენაში.
დეკემბერში რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა.