"ევროკავშირმა, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უკრაინისთვის უკვე 49,5 მლრდ ევრო შეაგროვა" | ვარჰეი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უკრაინისთვის უკვე 49,5 მლრდ ევრო შეაგროვა, - ამის შესახებ ევროკომისარმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიევში განაცხადა.

"დღეისთვის, როგორც ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად 49.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოვახდინეთ" -  თქვა ვარჰეიმ. 

ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზადაა, რომ შეიტანოს ცვლილებები ომამდელ ეკონომიკურ გეგმაში, ასევე  მზადაა, შეუერთდეს უკრაინის სწრაფი აღდგენის გეგმას. მისივე თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს საფინანსო საკოორდინაციო პლატფორმის განვითარება, ე.წ. "საფინანსო რამშტაინი" ითამაშებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი