
"ვივა მედის" სკანდალური ბრალდება ცენტრ "ემპათიას" მისამართით. კლინიკის სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის დამსახურებაა.
მედიკოსი ამბობს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სწორედ ჯიშკარიანის რეკომენდაციით იღებს დაბალკალორიულ საკვებს და ასეთ პირობებში მისი წონის შენარჩუნება ფაქტობრივად შეუძლებელია. "ემპათიის" ხელმძღვანელი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ არ აქვს კავშირი სააკაშვილის კვებითი რაციონის განსაზღვრასთან.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი