
ვოლგოგრადში, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომზე ილაპარაკა და თავის ცნობილი თეზისები იმეორა, "დასავლეთის საფრთხის" შესახებ. მან დღესვე პირველი კომენტარი გააკეთა, კიევში გერმანული "ლეოპარდის" ტიპის ტანკების მიწოდებაზე.
"დაუჯერებელია, მაგრამ მართალია - ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული "ლეოპარდის" ტანკები ბორტზე ჯვრებით", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთს აქვს პასუხი მათთვის, ვინც მას ემუქრება - აღნიშნა პუტინმა.
მან ისაუბრა სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობაზეც.
პუტინის მტკიცებით, "ნაციზმი მისი თანამედროვე ფორმით, საფრთხეა რუსეთისთვის და აუცილებელია კოლექტიური დასავლეთის აგრესიის მოგერიება".
პუტინის თქმით, ისინი, ვინც გერმანიას რუსეთთან ახალ დაპირისპირებაში ითრევს და გამარჯვების იმედი აქვს, ვერ ხვდება, რომ "თანამედროვე დაპირისპირება ძალიან განსხვავებული იქნება".