ლავროვი ისევ "ოცნების" ხელისუფლებას აქებს | რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ საიდუმლოს ამჟღავნებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური საიდუმლო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაასაჯაროვა. სერგეი ლავროვი რუსულ პროპაგანდისტურ არხთან ინტერვიუში მოვლენების განვითარებიდან თითქმის 18 წლის შემდეგ ყვება, თუ რამ გამოიწვია კრემლის უკიდურესი გააღიზიანება.

გონიოდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა და უარი ეგრეთ წოდებული კონტრტერორისტული ცენტრის შექმნაზე გახდა მიზეზი, რომელის გამოც მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინმა მტრად გამოაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამავე ისტორიის კონტექსტში დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც იხსენებს და სალომე ზურაბიშვილის უარყოფით როლზეც საუბრობს.

თუმცა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობით ლავროვი კმაყოფილია. რუსეთის პირველი დიპლომატი საჯაროდ აქებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის ინტერესებში მოქმედებს, არ უერთდება დასავლურ სანქციებს და ჩართულია ანტიდასავლურ პროპაგანდაში. საქართველოზე საუბრისას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ლიდერმა საჯაროდ აჩვენა, რომ ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებისა და საჯარო განცხადებების შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი