ღრმა ეკონომიკური კრიზისი არის კიდევ ერთი ფაქტი, რომლის უტყუარი მაჩვენებელიც NDI-ის კვლევაა. მონაცემები ცალსახად აჩვენებს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მოქალაქეებს აიძულებს ძირითადად ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით იყვნენ დაკავებული და სოციალური თუ პოლიტიკური აქტივობის დაბალი მაჩვენებელი სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
მონაცემები კი დრამატულად შემაშფოთებელია - ქვეყანაში ყოველი მეხუთე უმუშევარია; ასევე ყოველი მეხუთე ემიგრაციაში წასვლას გეგმავს; და კვლავ ყოველ მეხუთეს საკვების სამყოფი თანხა არ აქვს.