საბჭოთა დიქტატორის ბილბორდი გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ ახალდაბაში სტალინის დიდი პორტრეტი ქუჩის პირას არის გამოფენილი. ბელადის მშობლიური ქალაქიდან ბრინჯაოს ქანდაკების აღების შემდეგ გორში არსებული პრორუსული ჯგუფები პერიოდულად ხელმოწერებს აგროვებენ ქალაქის მთავარ მოედანზე სტალინის დაბრუნების მოთხოვნით.
პარალელურად გორსა და მის სოფლებში დიქტატორის მცირე ზომის ძეგლები და ბილბორდები იდგმება და მიუხედავად იმისა რომ კანონით ეს აკრძალულია ადგილობრივი ხელისუფლება დუმს