
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს, რამზან კადიროვს, შესაძლოა ,ახალი, "ერის მამის" ტიტული მიენიჭოს, - აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეჩნეთის პარლამენტმა 2 თებერვალს მიიღო.
მედიის ინფორმაციით, გროზნოში რესპუბლიკურმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები, რეგიონის მეთაურის პატივსაცემად შეიტანონ, კერძოდ, 63-ე მუხლის პირველ აბზაცში.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის“ შემდეგ დაემატოს სიტყვებით "ერის მამა"- წერია ცვლილებების პროექტში.
კანონპროექტის ინიციატორი რეგიონული პარლამენტის 20 დეპუტატი იყო, მათ შორის იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი.