
ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საზღვარზე "ლარსის" სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაკეტილია.
"2023 წლის 2 თებერვლის 19:15 საათიდან ქალაქ ვლადიკავკაზის - ლარსის დასახლების მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციის გასვლის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - წერია განცხადებაში.
გადაწყვეტილება ამინდის გაუარესების გამო მიიღეს. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, მსგავსი რეკომენდაცია საქართველოს სასაზღვრო სამსახურისგანაც მიიღეს.