"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით... ეს ქვეყნის მომავლისთვის ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება" | ანნა ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადაიყვანოს ის შესაბამის კლინიკაში, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება", - ამბობს მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა:

"როგორც წესი, დებატების ჩანიშვნას სჭირდება კოორდინაცია და დისკუსიები კოორდინაციებს შორის, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის იმ ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებშიც კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდა და მხარდაჭერაც ძალიან დიდი იყო.

ასე რომ, ამ დებატების შემდეგ ყველაფერი ნათელია, იმედი მაქვს ის მოახდენს გავლენას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით, გადაიყვანოს ის შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვშიშობთ, რომ შედეგები იქნება სავალალო...

ევროპის ხმა არ იყო იმდენად ძლიერი, რომ მკაფიოდ მისულიყო ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამდე, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს ადამიანს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილი დაბუნდა სამშობლოში და მის მიმართ ასეთი მოქცევა დაუჯერებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს გამოსავალი და ეს უნდა იყოს საღ აზრთან მყოფი გზა...

მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოს მომავლისთვის ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება", - ამბობს ფოტიგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი