ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე დასკვნას 10-11 მარტის პლენარული სესიისთვის მოამზადებს

გამოქვეყნდა:

ევროპიდან უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მალე ვენეციის კომისიის დასკვნაც მომზადდება. კომისია დასკვნას 10-11 მარტის პლენარული სესიისთვის მოამზადებს.

პროექტი საქართველოს პარლამენტს უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული და ის "უკრაინულ მოდელს“ ეფუძნება.

„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული 12 პუნქტიდან ერთ-ერთია. ევროკავშირმა ,,ქართულ ოცნებას'' პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაცია მისცა, რაზეც მმართველი პარტია უარს აცხადებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტი მაინც გადაგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი