მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. 

"რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…

ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ

ღაღანიძე გარდაიცვალა!",- ნათქვამია განცხადებაში

ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს არაერთი როლი, როგორც სპექტაკლებში, ისე კინოში.

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი გახსნეს. 2022 წელს კი მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი