"ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. [...] ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა გააჩნია სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. [...] ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით".
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.