"რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს, აქედან გამომდინარე ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია" - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდონარე, ირაკლი კობახიძე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე.
კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ოცნება" მიესალმება რუსეთის მიერ ცალმხრივი სანქციის მოხსანა.
ხოლო რაც შეეხება აშშ-ის სახდეპის განცხადებას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, კობახიძე ამბობს, რომ ეს მათი გადასაწყვეტი არ არის. "თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე, თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა არის ასევე მისი საქმე",- ამბობს კობახიძე
"ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული? არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელებსი მოხსნა. ეს არ არის ჩევნი გადასაწყვეტი საკითხები.
ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მარტივია - ეს იყო სანქცია, რომელიც 2019 წელს საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა და შეგახსენებთ,რ ომ 800 000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ ისინი სანქციას მოხსნიან ჩვენ მივესალმებით, ეს იქნება შეღავათი ჩევნი თანამემამულეებისთვის.
თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე, თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა არის ასევე მისი საქმე. რაც შეეხება ფრენების აღდგენას ეს არის ცალმხრივი სანქცია, თუ მოიხსნება რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენთვის იქნება მისასალმებელი" ,- ამბობს კობახიძე.