იღებს საკვების იმ რაოდენობას, რაც შეუძლია, კახექსია აქვს, აქამდე რომ მივიდა ვისი პასუხისმგებლობაა?! - ალასანია

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. მან მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს არ ამბობს. ის იმეორებს, რომ მესამე პრეზიდენტი იღებს საკვების იმ რაოდენობას, რაც შეუძლია.

"არავითარ მკურნალობაზე უარს არ ამბობს, ერთადერთი საუბარია იმ რაღაც კვებით დანამატებზე, რომელიც არის სახიფათო, არაერთხელ მოვისმინეთ ცნობილი, აღიარებული ექსპერტების აზრი, რომ ძალიან საფრთხილოა მაგის გაკეთება, თუ ძალიან დიდი გამოცდილება არ არის და აქ მაინც და მაინც დიდი გამოცდილება არ ჩანს ამ კლინიკაში მაგ საქმის. 

რამდენიც შეუძლია იმდენს იღებს, მეტი არ შეუძლია. ის კიდევ რითი მოკვდება იმით მოკვდება თუ ამით, სულერთია მაგისთვის, როგორც ჩანს. აქამდე რომ მივიდა, ვისი ეკისრება პასუხისმგებლობაა? კახექსია აქვს ადამიანს უკვე და მიდის ძალიან სწრაფი ტემპით ეს კახექსია, აი ეს აქამდე რომ მივიდა, ახლა სულ რამდენიმე დღეა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, მანამდე სად იყო ეს ყველაფერი", - თქვა გიული ალასანიამ. 

ცნობისთვის, დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურადაც არ ესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი